„ნუ გაგიკვირდებათთ, თუ პრიგოჟინი ან კადიროვი პირდაპირ კრემლისკენ გაემართებიან“ – ზელენსკი

ნუ გაგიკვირდებათ, თუ შემდეგ ჯერზე ვინმე პრიგოჟინი ან კადიროვი პირდაპირ კრემლისკენ გაემართება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოფიაში ბულგარეთის პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რუსეთის ეს მეთაური უკვე იმდენად სუსტია, რომ ვერც კი იცავს რუსეთის რეგიონებს საკუთარი „ბოევიკებისგან“. და თუ ერთ მშვენიერ დღეს ვინმე – პრიგოჟინი ან, მაგალითად, კადიროვი – პირდაპირ კრემლისკენ გაემართება, მაშინ ჩვენ არ უნდა ვიყოთ. გაგიკვირდებათ.

რუსული სამხედრო ძალების ყველა ნარჩენი ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში იმყოფება და მათ, ვინც რუსეთში ამ რეჟიმის უსაფრთხოების გარანტი უნდა იყოს, არანაირი მოტივაცია არ აქვს. ამიტომ, ახლა მხოლოდ ერთობლივი ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტ დახმარებას, საბრძოლო მასალას და იარაღს მიიღებს უკრაინა, მით უფრო შემცირდება „ომის მასშტაბები“ უკრაინის ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები