„დროა შვედეთი ნატოს შეუერთდეს“ – იენს სტოლტენბერგი

შვედეთის ნატოში გაწევრიანება თითქმის მიღწეულია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღნიშნული შეხვედრა შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის წინააღმდეგობის დასაძლევად გაიმართა.

„დროა შვედეთი შეუერთდეს ალიანსს. შესაძლოა, დადებითი გადაწყვეტილება ვილნიუსში ალიანსის სამიტს მოჰყვეს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ის 10 ივლისს, თურქეთისა და შვედეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს, სადაც შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდეგ ნაბიჯებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს თურქეთმა ნატოში ფინეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, თუმცა შვედეთთან დაკავშირებით ოფიციალური ანკარა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ მადრიდის მემორანდუმის ყველა დებულების შესრულებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები