ზელენსკი ერდოღანს 7 ივლისს შეხვდება
თურქეთის და უკრაინის პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკება 7 ივლისს, სტამბოლში უსქუდარის რაიონში მდებარე ვაჰდეთინის სასახლეში გაიმართება.
ამის შესახებ TASS-ს თურქეთის ლიდერის ოფისში წყარომ განუცხადა.
„ხვალ ჩვენი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, რომელიც ვაჰდეთინის სასახლეში გაიმართება, შესაძლოა, პრესკონფერენცია გაიმართოს“, – განაცხადა წყარომ.
მანამდე, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი ერდოღანს სტამბოლში ვილნიუსის სამიტამდე შეხვდება.
Bloomberg-მა კი დააზუსტა, რომ შეხვედრა ხვალ, 7 ივლისს გაიმართება.