ფინეთი 10 ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლას ამკაცრებს

ფინეთი 10 ივლისიდან ქვეყანაში რუსი ბიზნესმენების, აბიტურიენტების და ქონების მფლობელებისთვის შესვლას ამკაცრებს.

ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

“ახალი შეზღუდვები 2023 წლის 10 ივლისს, 00:00 საათზე ამოქმედდება და იმოქმედებს შემდგომ გაფრთხილებამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმენებს მხოლოდ ფინეთში შესვლის უფლება ექნებათ, ანუ აიკრძალება ტრანზიტი სხვა ქვეყნებში; ქონების მესაკუთრეებს მოუწევთ ქვეყანაში შესვლის მიზეზების დასაბუთება; აბიტურიენტებისთვის რაიმე სახის კურსებში მონაწილეობა იქნება აკრძალული.

დღეს ასევე ფინეთის მთავრობამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლისა და რუსებისთვის ვიზების გაცემაზე შეზღუდვების შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები