ზელენსკიმ ბულგარეთში უკრაინის ნატოში წევრობის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი

უკრაინამ და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც 22-ე დოკუმენტი გახდა, სადაც საუბარია უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე.

ამის შესახებ “ფეისბუქზე”უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ განაცხადა.

როგორც აღნიშნულია,  დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრებას, როგორც კი ამისთვის შესაფერისი პირობები იქნება.

ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ბულგარეთი აღიარებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არის ერთადერთი გზა უსაფრთხოების ადეკვატური დონის უზრუნველსაყოფად, როგორც უკრაინისთვის, ასევე, მთელი ევროატლანტიკური ოჯახისთვის.

დეკლარაცია ასევე გამოხატავს ბულგარეთის მზადყოფნას, გააგრძელოს უკრაინის პოლიტიკური და მატერიალური მხარდაჭერა როგორც ალიანსის, ისე ორმხრივ დონეზე, რამდენადაც საჭირო იქნება.

„საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, ბულგარეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციასა და აღდგენაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები