Sabah: ზელენსკი ნატოს სამიტამდე თურქეთს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ნატოს სამიტამდე თურქეთს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გამართავს.
ამის შესახებ თურქული გამოცემა Sabah-ი წერს.
ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. დღეს კი, ზელენსკი ბულგარეთში ვიზიტით იმყოფება.
გამოცემის ცნობით, ზელენსკი და ერდოღანი ერთმანეთს სტამბოლში შეხვდებიან.
ვიზიტი „მარცვლეულის გარიგების“ დასრულებამდე გაიმართება, რომელსაც მოქმედების ვადა 17 ივლისს ეწურება.