რუსეთმა ქვეყნიდან ფინეთის 9 დიპლომატი გააძევა და პეტერბურგში ქვეყნის საკონსულო დახურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ, ფინეთის ქმედებების საპასუხოდ, ქვეყნიდან ფინელ ცხრა დიპლომატს აძევებენ და პეტერბურგში ფინეთის საკონსულოს დახურავენ.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია რუსეთში ფინეთის ელჩს, ანტი ჰელანტერს პირადად აცნობეს, რომელიც უწყებაში იყო დაბარებული.
6 ივნისს ფინეთმა, სადაზვერვო საქმიანობის გამო, ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ცხრა თანამშრომელი გააძევა.
რუსეთი ამ გადაწყვეტილებით აღშფოთდა და ქვეყანაში ფინელი დიპლომატების ანგარიშები გაყინა.