რუსეთის ვიცეპრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ ფედერაციის საბჭოს ქვეყანაში სიღარიბესთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო.
გოლიკოვას თქმით, 2022 წლის ბოლოს 76 რეგიონმა სიღარიბის შემცირება გეგმის შესაბამისად შეძლო, ხოლო 9 რეგიონმა ეს ვერ გააკეთა.
ეს ტერიტორიებია: ხაკასიის, ინგუშეთის, ადიღეს, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის, კომის, კალმიკიის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკები, ასევე, ორენბურგის რეგიონი და ნენეცის ავტონომიური ოლქი.
სიღარიბის მხრივ ანტილიდერი ინგუშეთია, სადაც ერთ წელიწადში სიღარიბის მაჩვენებელი 1,2%-ით გაიზარდა და მოსახლეობის 30,5% შეადგინა.
მეორე ადგილზეა ტუვა, სადაც ღარიბთა რიცხვი 0,6%-ით 28,8%-მდე გაიზარდა.
შემდეგია ხაკასია +0,2%-ით, 18,1%-მდე და ადიღე +0,1%, 11,6%-მდე%.
რუსეთის ეროვნული განვითარების მიზნების მიხედვით, 2030 წლისთვის სიღარიბის დონე 6,5%-მდე უნდა შემცირდეს.
მარტში გოლიკოვა ამბობდა, რომ 2023 წელს სიღარიბის სამიზნე მაჩვენებელი 10,1% უნდა იყოს. სიღარიბის შემცირებას, სხვა საკითხებთან ერთად, ელოდებიან ერთიანი შეღავათის შემოღებით, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახების, ორსული ქალებისა და ბავშვების მხარდაჭერას.
РБК-მ მაისში როსსტატის მონაცემები წარადგინა, რომ 2022 წელს 14,3 მილიონი რუსი, ანუ მოსახლეობის 9,8% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, რაც 1 მილიონით, ანუ 0,7%-ით ნაკლებია სააგენტოს მიერ 2023 წლის მარტში გამოქვეყნებულ შეფასებასთან შედარებით.