საფრანგეთში არეულობის დროს გასულ ღამეს, სულ მცირე, 20 ადამიანი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური France Info შსს-ს მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მანქანების დაწვის 55 მცდელობა იყო და თავდასხმა ერთ შენობაზე, დაშავდა ერთი პოლიციელი.
5 ივლისს რესპუბლიკის შს მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდა, მაგრამ საჭიროა სიტუაციის მონიტორინგის გაგრძელება.