“როგორც გავიგე, მეუფე შიო დარიშხანით იყო მოწამლული, შეუძლოდ იგრძნო თავი და აუღეს ანალიზები” – იღუმენი გაბრიელი

“მე როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავი და, შესაბამისად, ანალიზები აუღეს”, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის იღუმენმა გაბრიელმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოზე საუბრისას განაცხადა.

“მე თვითონ როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული და, ალბათ, დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ, რა ფაქტორით იყო მოწამლული. წირვაზე რომ მოდიოდა მეუფე, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები,” – აღნიშნა იღუმენმა გაბრიელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. „რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები