ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ბელარუსში აღარ იმყოფება
ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგში იმყოფება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, სად არიან ამჟამად “ვაგნერის” დაქირავებულები განლაგებული და თავად პრიგოჟინი, ლუკაშენკო ამბობს, რომ „ეს რუსული კომპანიაა. ასე რომ, კითხვა აშკარად არ არის ჩემთან”.
“როგორც მე ვიცი, მებრძოლები თავიანთ ბანაკებში იმყოფებიან. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის პეტერბურგშია. ბელარუსის ტერიტორიაზე ის არ იმყოფება”, – თქვა მან.
27 ივნისს ლუკაშენკომ თქვა, რომ პრიგოჟინი რესპუბლიკაში ჩავიდა, როგორც ამას კრემლი ითხოვდა.
5 ივლისს გამოცემა Fontanka-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრიგოჟინი პეტერბურგში FSB-ს განყოფილებას ეწვია, სადაც მას იარაღი დაუბრუნეს და ჩხრეკისას ამოღებული 10 მილიარდი რუბლი.
დაბრუნებულ იარაღებს შორის არის სერგეი შოიგუს მიერ პრიგოჟინისთვის ნაჩუქარი პისტოლეტი – Glock-ი.