“პატარებს რომ არ მოშივდეთ, ცენტრებში ჩვილები კოორდინატორებს შემოჰყავთ” – 4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედები გამოცდებს აბარებენ

4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედებს დღეს გამოცდა აქვთ.

მარიას დედა თელავის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიაში აბარებს გამოცდას, ლაზარეს დედა კი – რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურას.

იმისათვის, რომ პატარებს არ მოშივდეთ, ცენტრებში ჩვილები კოორდინატორებს შემოჰყავთ. დედები საგამოცდო სექტორებს მხოლოდ მცირე ხნით ტოვებენ, შემდეგ კი კვლავ აგრძელებენ ტესტზე მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს გამოცდა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები