ბულგარეთში ზელენსკის ვიზიტის წინ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

ბულგარეთის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლისთვის უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

უკრაინის ლიდერს სოფიაში დღეს ელოდებიან.

ამის შესახებ bTV იტყობინება.

გუშინ ზელენსკის ვიზიტის შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაცია მაინც გავრცელდა, თუმცა, ჩასვლაზე ინფორმაცია ბულგარეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლაი დენკოვმაც დაადასტურა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში სამთავრობო თვითმფრინავით ჩაფრინდება.

„პროგრამა ითვალისწინებს ორი პრეზიდენტის შეხვედრას“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები