“მეუფე შიოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ” – ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე წერს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
“ჟურნალისტების საყურადღებოდ: მეუფე შიოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ”, – წერს ჯაღმაიძე.
მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ კომენტარს აკეთებენ საპატრიარქოში, მეუფე იოანესა და მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მათ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი მოწამლეს, ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.
მათივე ინფორმაციით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო, ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა კი მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.