მეუფე იოანე გამრეკელი: მეუფე შიოს სამშაბათს ვესაუბრე და არ უთქვამს, რომ მოწამლული ვარ, ავად ვარ და ერთ დღეში თუ რამე მოხდა, არ ვიცი
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„მეუფე შიოს წინა კვირაში შევხვდი, პარასკევს თუ ხუთშაბათს. ახლა სამშაბათს ტელეფონზე ველაპარაკე მამა კირიონთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ და სამი დღის წინ მე არაფერი გამიგია და ახალი რამე თუ მოხდა, არ ვიცი. ვინც ამას იძახის, იმას ჰქონდა სამედიცინო დასკვნა. მე პირადად მეუფეს სამშაბათს ვესაუბრე და არ უთქვამს, რომ მოწამლული ვარ, ავად ვარ და ერთ დღეში თუ რამე მოხდა, არ ვიცი“, – აღნიშნა მეუფე იოანე გამრეკელმა.
მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.