მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს

საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი მოწამლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.

მათივე ინფორმაციით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო, ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა კი მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

„კვირა“აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები