„მინდოდა, კონტრშეტევა გაცილებით ადრე დაწყებულიყო, რათა მტერს თავდაცვითი ხაზების მომზადების შესაძლებლობა არ ჰქონოდა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევის დროს სირთულეები მასალოდნელი იყო, ამიტომ სთხოვდა მოკავშირეებს მიეწოდებინათ იარაღი რაც შეიძლება მალე, რომ რუსებს თავდაცვის გასაძლიერებლად დრო არ ჰქონოდათ.

ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლაც, ზოგიერთ მონაკვეთებში უკრაინელი სამხედროები ვერც კი ფიქრობენ შეტევის დაწყებაზე, რადგან მათ „შესაბამისი იარაღი“ არ აქვთ.

”მე მადლობელი ვარ აშშ-ის, როგორც ლიდერის ჩვენს მხარდაჭერაში, მაგრამ ვუთხარი მათ, ისევე – როგორც ევროპელ ლიდერებს, რომ გვსურს, ჩვენი კონტრშეტევა უფრო ადრე წამოვიწყოთ და ამისთვის გვჭირდება ყველა იარაღი და მასალა. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ თუ მოგვიანებით დავიწყებთ, ყველაფერი გაცილებით ნელა წავა“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ახლა ბრძოლის ველზე წარმოქმნილი სირთულეები, კონტრშეტევის საერთო „შენელებას“ იწვევს.

„მინდოდა, რომ ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით ადრე მომხდარიყო, რადგან ყველას ესმოდა, რომ თუ კონტრშეტევა მოგვიანებით დაიწყებოდა, მაშინ ჩვენი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დანაღმული იქნებოდა. ჩვენ მტერს ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას, მეტი ნაღმი დადოს და მოამზადოს თავდაცვითი ხაზები”, – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები