CBS: აშშ-მა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა შესაძლოა, მიმდინარე კვირას დაამტკიცოს

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის საკითხი შესაძლოა, უკვე მიმდინარე კვირას დაამტკიცოს.

ამის შესახებ CBS News-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.

ტელეარხის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია უკვე განიხილავს უკრაინის დიდი ხნის მოთხოვნას კასეტური საბრძოლო მასალების გადაცემის შესახებ, რომ ამ გზით მოხდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალის მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილება კონტრშეტევის დროს.

როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ერთი კასეტური საბრძოლო მასალა ფარავს ხუთჯერ დიდ ტერიტორიას, ვიდრე ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა.

კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენცია ძალაში 2010 წელს შევიდა და ის კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას, წარმოებას და ფლობას 123 სახელმწიფოში, რომლებიც არიან მისი ხელმომწერები, მაგრამ არც შეერთებული შტატები, არც რუსეთი და არც უკრაინა არ შეუერთდნენ ამ კონვენციას.

ტელეკომპანია ხაზს უსვამს, რომ კასეტური საბრძოლო მასალებს ბრძოლის ველზე ახლა იყენებენ როგორც უკრაინული ძალები, ასევე, რუსი ოკუპანტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები