თეა წულუკიანი: ჩვენ არ გვინდა, ზედმეტი შეფასებები გავაკეთოთ ბატონი ზელენსკის ამ უსამართლო განცხადებაზე

საქართველოს ვიცეპრემიერი, თეა წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას აფასებს და უსამართლოს უწოდებს.
წულუკიანი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი კანონიერად აქვს შეფარდებული და ის მან სრულად უნდა მოიხადოს.

“ჩვენ არ გვინდა, ზედმეტი შეფასებები გავაკეთოთ ბატონი ზელენსკის ამ უსამართლო განცხადებაზე და რომელზეც ალბათ გადაწყვეტილებაც მოჰყვება თან. დადგება დრო, როდესაც ქართველი ერი და მისი მთავრობა ერთსულოვნად და ერთად შევაფასებთ ამ და სხვა განცხადებებს. სააკაშვილს აქვს მისჯილი სასჯელი, ეს სასჯელი ექვემდებარება ჩვენი სუვერენული ქვეყნის კანონის თანახმად აღსრულებას. ჩვენი მიზანია, რომ ეს სასჯელი იქნეს სრულად მოხდილი,” – აცხადებს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები