სამხრეთ მექსიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა შტატ ოახაკაში მოხდა.
როგორც შტატის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ხესუს რომერომ განაცხადა, ავარიის შედეგად 13 მამაკაცი, 13 ქალი და ერთი ჩვილი დაიღუპა.
მისივე თქმით, დაშავებულთაგან 12 პირის მდგომარეობა კრიტიკულია.
მინისტრის ინფორმაციით, ავტობუსი მექსიკის დედაქალაქ მეხიკოდან დასავლეთ ოახაკას მუნიციპალიტეტში, იოსონდუაში მიდიოდა, როდესაც მძღოლმა, სავარაუდოდ, მართვაზე კონტროლი დაკარგა.