რუსებმა ხერსონის ოლქში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქში, ბელოზერკას დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავდა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 10 წლის ბიჭი.
58 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარი სახლის ავტოფარეხში იმყოფებოდა, დაბომბვის შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.