მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის სურვილის მიუხედავად, მწამს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას არ მოახდენს

ოპოზიციის სურვილის მიუხედავად, მწამს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას აღარ აქვს არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„მე მწამს, რომ ვერ მოახდენს ეს უარყოფით გავლენას, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ არახამიას, ან მაგალითად წითლიძეს, სამადაშვილს აქვთ ასეთი სურვილი და მცდელობა, ან ევროპაში მაგალითად რასა იუკნევიჩიანეს აქვს ამის სურვილი. მე ღრმად მწამს, რომ ეს ვერ მოახდენს გავლენას.

თუ დააკვირდებით ფაქტების ქრონოლოგიას და მიმდინარეობას, აშკარად იგრძნეს, მას შემდეგ, რაც წინასწარი შეფასებები გამოქვეყნდა და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დადიოდა და მთელი  მსოფლიოს დარწმუნებას ცდილობს, რომ არც ერთი ამ 12 მიმართულებიდან ნაბიჯი არ გადადგმულა, ითქვა და შეფასდა, რომ 10 მიმართულებით, ამ 12-იდან ქვეყანას აქვს პროგრესი და ეს დაადასტურა, გაშალა ირაკლი კობახიძემ გუშინ.

სადაც კი ვინმე ცდილობდა, რომ კითხვის ნიშანი დაესვა, ყველაფერი ეს ზუსტი, კატეგორიულ პასუხებით ჩაანაცვლა და შეავსო მთელი ეს სივრცე. ამის შემდეგ საგონებელში ჩავარდა ჩვენი ოპოზიცია და იძულებული გახდა ახალი ხერხები მოენახა თავიანთი ძალიან მავნებლური გეგმების განსახორციელებლად, რომელიც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მოკვლას გულისხმობს.

იმავე დღეს, როგორც კი გახდა ცნობილი, რომ აღარ მუშაობდა ეს სტრატეგია, თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს 12 მიმართულებით, აღმოჩნდა, რომ 10 მიმართულებით ქვეყანას აქვს პროგრესი.

ამის შემდეგ დაიწყეს, რომ რა მნიშვნელობა აქვს 12 პუნქტიდან რას შეასრულებ, ან 27 სახელმწიფო რას იფიქრებს, აგერ არახამია გადაწყვეტს იმას, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს მგონი საქართველოსთვისაც, უკრაინისთვისაც და ევროპისთვისაც თავმოყვარეობის საკითხია, რომ ასეთი რიტორიკის უფლებას არავინ უნდა აძლევდეს თავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები