ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი თვითაღიარებული ოლიგარქია, მან თვითონ თქვა, რომ აქვს ბევრი ფული და ამ ფულს იყენებს საქართველოში პარტიების, „ენჯეოებისა“ და მედიის დასაფინანსებლად

კეზერაშვილი თვითაღიარებული ოლიგარქია, მან თვითონ თქვა, რომ აქვს ბევრი ფული და ამ ფულს იყენებს საქართველოში პარტიების, „ენჯეოებისა“ და მედიის დასაფინანსებლად. აქ ხომ ხელისგულზე დევს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი.

„ვენეციის კომისიის მსჯელობა აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, ისინი ამბობენ, რომ პერსონალიზებული მიდგომა ქმნის რისკებს. ანუ, შეიძლება გამოყენებული იქნას მაგალითად ჭარბი ზეწოლისთვის კონკრეტული ადამიანების მიმართ. შეიძლება მათი რეპუტაციის დასაზიანებლად იქნას გამოყენებული. რაც უწერია ვენეციის კომისიას მე ამას ვიზიარებ. უბრალოდ პრობლემა რაშია, ევროკომისია პრაქტიკულად არ იზიარებს ვენეციის კომისიის ამ მიდგომას იმიტომ, რომ თვითონ ამბობს, რომ უნდა იყოს პერსონალიზებული მიდგომა. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს რეალურად პერსონალიზებულ მიდგომას. ჩვენ პრაქტიკაშიც ვნახეთ, რომ ეს ჩანაწერი უკვე დეოლიგარქიზაცია, გამოყენებულ იქნა სწორედ იმ კუთხით, რაც არ მოსწონს ვენეციის კომისიას. გამოვიდა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე და პირდაპირ თქვა, რომ დეოლიგარქიზაცია პირდაპირ ნიშნავს დებიძინიზაციას. ეს ჩანაწერი ევროპარლამენტარმა პირდაპირ გამოიყენა კონკრეტული ადამიანის რეპუტაციაზე დარტყმისთვის და ა.შ. რაც არ მოსწონს ვენეციის კომისიას, ის უწერია ევროკომისიას 12 პუნქტში. ამიტომ ჩვენ მარტივად ვაყენებთ საკითხს, ან ამოღებული უნდა იყოს ეს ჩანაწერი 12 პუნქტიდან, ან უნდა განიმარტოს, რომ არცერთი ადამიანი არ იგულისხმება, ან თუ იგულისხმება, მაშინ გვითხრან ვინ იგულისხმება. თუ არ გვეტყვიან მოგვიწევს ჩვენ თავზე ავიღოთ ის ფუნქცია, რასაც ვითხოვთ ევროკომისიისგან. სამართლებრივი პროცედურების საფუძველზე უნდა დავადგინოთ, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე თუ ვინ არის ოლიგარქი. რისიც ეშინიათ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყნის შიგნით და ასევე ეშინია გლობალური ომის პარტიას. ჩვენ თუ გავყვებით ობიექტური კრიტერიუმებით, ვინ არის ოლიგარქი და ვინ – არა, გაირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ამის არავითარი გარემოება არ არსებობს, არავითარი ფაქტი, სამართლებრივი მტკიცებულება და ა.შ. არ არსებობს პრაქტიკული გარემოება, რაც ამას დაადასტურებდა. არის ჰაერიდან მოტანილი საუბრები. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის თვითაღიარებული ოლიგარქია, მან თვითონ თქვა, რომ აქვს ბევრი ფული და ამ ფულს იყენებს საქართველოში პარტიების, „ენჯეოებისა“ და მედიის დასაფინანსებლად. აქ ხომ ხელისგულზე დევს ყველაფერი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები