ირაკლი კობახიძე რეკომენდაციებზე: როგორ შეიძლება რამე გააკეთო, თუ კონკრეტიკას არ გაძლევენ? თუ დაგიკონკრეტებენ, რას გულისხმობენ, ყველაფერი მოსწრებადია

როგორ შეიძლება რამე გააკეთო, თუ კონკრეტიკას არ გაძლევენ? თუ დაგიკონკრეტებენ, რას გულისხმობენ, ყველაფერი მოსწრებადია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ შევჯერდებით იმაზე, რომ დეოლიგარქიზაცია, როგორც ასეთი, პერსონალიზებული მეთოდით აღარ აინტერესებს ევროკომისიას, ამ შემთხვევაში უნდა გვითხრან კონკრეტულად, რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, პარტიების დაფინანსებაზე, ჩვენ გამოვიარეთ 2 რეფორმა ამ მარტო 3 წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, ყველა რეკომენდაცია ავსახეთ, რაც უკავშირდება პარტიების დაფინანსებას. თუ რამე უნდათ დამატებით შევცვალოთ, უნდა გვითხრან“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები