ზელენსკი: მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა ვილნიუსში ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად, უკრაინა ბევრს მუშაობს პარტნიორებთან ერთად, რათა ვილნიუსში ნატოს სამიტზე საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს.
„ზუსტად ერთი კვირა დარჩა ვილნიუსში ნატოს სამიტის საკვანძო დღემდე და შესაბამისად, ერთი კვირა ევროპაში ჩვენი საერთო უსაფრთხოების საკვანძო მომენტამდე.
ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა ვილნიუსში ჩვენმა საერთო უსაფრთხოებამ გაიმარჯვოს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა „ყველაფერი პარტნიორებზეა დამოკიდებული“.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ გმირებს, რომლებიც ქვეყანას იცავენ.