BBC: იტალია და პოლონეთი თანხმდებიან, რომ უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიები
მომავალ კვირას ნატოს სამიტმა უკრაინას „უსაფრთხოების რეალური გარანტიები“ უნდა შესთავაზოს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, მელონიმ, რომელიც ვარშავაში იმყოფება, ასევე აღნიშნა, რომ იტალია და პოლონეთი ამ საკითხზე „სრულყოფილად თანხმდებიან“.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მელონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორი ქვეყანა უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიების მინიჭების თაობაზე ერთნაირ პოზიციას იზიარებს.
თუმცა, ლიდერებმა არ ისაუბრეს ალიანსის მომავალ სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტულ დაპირებებზე, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს.
ცნობისთვის, ნატოს ლიდერების შეხვედრა ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება.