უკრაინამ რუსეთთან დაკავშირებული 18 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეკონომიკური და სხვა სახის სანქციების დაწესების შესახებ რუსეთის, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების, ლუქსემბურგისა და კვიპროსის 18 კომპანიის წინააღმდეგ. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვას, უკრაინიდან მათი ექსპორტის აკრძალვას და სხვა ღონისძიებებს, შპს AS Finance-ის, LLC-ის AS Holding-ის, UNS-Holding LLC-ისა და სს ალფა სტრახოვანის წინააღმდეგ დაწესდა.