კიევში, შევჩენკოვსკის რაიონულ სასამართლოში აფეთქება მოხდა

კიევში, შევჩენკოვსკის რაიონული სასამართლოს შენობაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ შევჩენკოვსკის რაიონული სასამართლოს დარბაზში აფეთქება მოხდა“, – აცხადებს უკრაინის ეროვნული პოლიცია „ტელეგრამის“ არხზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი, სპეცრაზმი, გამნაღმველები და კინოლოგები მუშაობენ.

„წინასწარი ინფორმაციით, უცნობი მოწყობილობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მამაკაცმა ააფეთქა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს. დაე, შესაბამისმა სამსახურებმა შეასრულონ თავიანთი საქმე ეფექტურად“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

კიევის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ შემთხვევა 17:20 საათზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები