დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების მომზადებას აგვისტოში იწყებს

დიდი ბრიტანეთი აგვისტოში უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამას იწყებს.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა.

„აგვისტოში დიდი ბრიტანეთი ოცამდე უკრაინელი მფრინავისთვის საბაზისო მომზადებას დაიწყებს”, – თქვა მან.

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც გამოაცხადა, რომ მზად არის, უკრაინელი მფრინავები დასავლურ გამანადგურებლებზე გაწვრთნას.

საუბარია საბაზისო სახმელეთო წვრთნებზე, რის შემდეგაც უკრაინელი სამხედროები მზად იქნებიან უფრო სპეციალიზებული მომზადებისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ერთ-ერთი ქვეყანა უკრაინას ჯერ კიდევ ივნისში დაჰპირდა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელების წვრთნას დაიწყებდა, მაგრამ ეს არ მოხდა გათვლებში შეცდომის გამო.

Politico-ს ცნობით, დასავლური F-16-ების უკრაინისთვის გადაცემა შესაძლოა, 2024 წლის დასაწყისში დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები