იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში” ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში” ცვლილება განიხილა.

პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ემატება ახალი თავი, რომლის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება და ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაჩქარებული წესით მოხდება.

„კოდექსის მოქმედი რედაქციით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სასამართლოში საქმისწარმოება მიმდინარეობს კოდექსით დადგენილი საქმისწარმოების საერთო წესით. შესაბამისად, სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის დასრულება შეიძლება გაგრძელდეს ერთ კალენდარულ წელზე მეტი პერიოდი, მაშინ როდესაც მოსამზადებელი სამუშაოები იწყება ექვსი თვით ადრე გაწვევამდე. ეს ექვსთვიანი და ერთწლიანი ვადა ერთმანეთთან შეუთავსებელია და ამიტომ ამ ცვლილების მთავარი პრინციპი ის არის, რომ მოხდეს განსხვავებული – დაჩქარებული წესით განხილვის წესების შემოღება საპროცესო კანონმდებლობაში”, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები