“შსს აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტისთვის საქართველოში ყოფნა უსაფრთხო იყოს” – ალექსანდრე დარახველიძე

“თითოეული უწყება აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის და უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდეს საქართველოში”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია შს სამინისტროს იმისათვის, რომ მან უზრუნველყოს თითოეული ტურისტის უსაფრთხოება. პირველი ადამიანი, ვინც ეგებება საზღვარზე ჩამოსულ ადამიანს, ეს არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. შესაბამისად იმ წუთიდან დაწყებული, მთლიანად ვზრუნავთ ჩვენ თითოეული ტურისტის უსაფრთხოებაზე, როგორც ქუჩებში, საზღვაო მიმართულების სამაშველო ჯგუფები გვყავს, კრიმინალთან მიმართებით განსაკუთრებული მობილიზება გვაქვს.

ასე რომ, სამინისტრო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტისთვის იყოს უსაფრთხოდ საქართველოში ყოფნა და მას განმეორებით მოუნდეს, ან სხვა ადამიანებს გაუწიოს რეკომენდაცია, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ამ მიზნით ჩვენ ჩავერთეთ კამპანიაში და მოვამზადეთ ვიდეორგოლი, რომელიც როგორ ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე განთავსდება სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ინტერნეტგვერდებზე“, – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები