“გადაწყვეტილებები, რომლებიც ნატოს სამიტისთვის მზადდება, უკრაინას აუცილებლად მოეწონება” – გიტანას ნაუსედა
“მიუხედავად იმისა, რომ ნატოს დონეზე ზოგიერთი საკითხი ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის, თუმცა, გადაწყვეტილებები, რომლებსაც ალიანსის ლიდერები ვილნიუსში სამიტისთვის ამზადებენ, “უკრაინას აუცილებლად მოეწონება”, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ BNS-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, ვილნიუსში ნატოს ცალკეული ქვეყნები ემზადებიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ვალდებულებების გამოცხადებისთვის და უკვე მიღწეულია შეთანხმება უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნაზე, რომელიც კიევის ალიანსში ინტეგრაციას დააჩქარებს.
ნაუსედამ თქვა, რომ ნატოს სამიტის წინ „ზოგიერთი საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ეს არის უახლოესი რამდენიმე დღის საკითხი, ფაქტობრივად, დღევანდელ დღის საკითხი“.
„მაქვს განცდა, რომ ჩვენ გვექნება დრო, ვიპოვოთ ისეთი ფორმულირება, რომელიც არ გაუცრუებს იმედებს უკრაინელებს და იქნება უფრო მკაფიო, ვიდრე მიჩვეულები ვართ“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ნაუსედამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “როდესაც ვილნიუსში ჩავა, შესაძლოა – ვერ მიიღებს ყველაფერს, რასაც ელოდება თავის მაქსიმალურ გეგმებში, მაგრამ აუცილებლად მიიღებს ბევრს”.
ნატოს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება