რატი იონათამიშვილი: ძალიან უხერხულია, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე იყოს საუბარი, ვინც უნდა აყენებდეს ამ საკითხს

“ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ სამართლიანობის პრინციპი. შესაბამისად, სამართლიანობა მოითხოვს, რომ სააკაშვილმა სრულად მოიხადოს სასჯელი იმ უმძიმეს დანაშაულებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე აქვს ჩადენილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან უხერხულია, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე იყოს საუბარი, ვინც უნდა აყენებდეს ამ საკითხს.

„სულ ბოლო ჩართვაზე, რომელიც სასამართლოში ჰქონდა სააკაშვილს, მან თქვა, რომ არ ჩაუდენია არცერთი დანაშაული. დღესაც გავიგეთ ჩვენ, რომ ის არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს. საუბარია 7 ნოემბრის მოვლენებზე – ჯერ ჩვენი მოქალაქეების დევნაზე და უსასტიკესი მეთოდებით დარბევაზე და შემდეგ „ტელეიმედში“ შეჭრაზე სპეცრაზმით და, ფაქტობრივად, მედიის ოკუპაციაზე; პოლიტიკური ოპონენტების ცემაზე და ამისთვის საკუთარი სადამსჯელო რაზმების გამოყენება, ძალიან მძიმე საქმე არის გირგვლიანის საქმე. მასთან შეთანხმებით იგეგმებოდა ყველაფერი, თუ როგორ აარიდებდნენ თავს სასჯელს დამნაშავეები. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი თავის პირად ბიუჯეტზე ჰქონდა მორგებული და ისე ხარჯავდა, როგორც მოეპრიანებოდა. ამ დანაშაულებზე სინანული ერთხელაც არ გამოუთქვამს და დღესაც რომ ძალაუფლება ჰქონდეს, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებზე მოაწერდა ხელს. ეს ადამიანი 50 საქმეზე მეტზე ჰყავს სტრასბურგის სასამართლოს გასამართლებული. თუ ადრე როგორც სახელმწიფოში დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელს ასამართლებდა, ახლა როგორც უხარისხო იურისტის. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან უხერხულია, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე იყოს საუბარი, ვინც არ უნდა აყენებდეს ამ საკითხს“, – განაცხადა იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები