“ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები არ არსებობს” – რაფაელ გროსი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ გამოავლინეს.
ამის შესახებ IAEA-ს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
”თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ სიფხიზლეს”, – დასძინა მან.
ბოლო დღეებში შესამჩნევად გაუარესდა ვითარება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ არის ოკუპირებული.
მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის მომზადებაში ან მისი შესაძლო აფეთქების პროვოკაციაში ადანაშაულებენ.