გარდაცვლილის სახელის, პატივისა და ღირსების შელახვის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვა იქნება შესაძლებელი

გარდაცვლილის სახელის, პატივისა და ღირსების შელახვის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს მიმართოს. ამ მიმართულებით ცვლილებები “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში შედის. კერძოდ, პირს შესაძლოა, შესაძლებლობა მიეცეს, ცილისწამების თაობაზე სასამართლოს იმ შემთხვევაშიც მიმართოს, თუკი ცილისწამების ობიექტი გარდაცვლილია და პირს გარდაცვლილის სახელის, პატივისა და ღირსების დაცვის ინტერესი აქვს.
ამასთან, ასეთ შემთხვევაში სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა დაუშვებელი იქნება. პროექტის ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე და მისი პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე არიან. კანონპროექტის ავტორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენელი თამარ მესხია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები