Politico: ბრიტანელებს ყოფილი პრემიერების შენახვა ძვირი უჯდებათ

დიდ ბრიტანეთში მზარდია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელებს ძვირი უჯდებათ ყოფილი პრემირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელთა რაოდენობა ამ დროისთვის 7-ს აღწევს.

ამის შესახებ Politico-ს პუბლიკაციაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ბრიტანეთს, ისტორიაში პირველად, ერთდროულად 7 ყოფილი პრემიერი ჰყავს და ისინი ძვირადღირებული დაცვით სარგებლობენ, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ მგზავრობის დროს.

კონსერვატორებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე მეოთხე პრემიერმინისტრი ჰყავდათ, რიში სუნაკის წინამორბედები იყვნენ – ტერეზა მეი, ბორის ჯონსონი და ლიზ ტრასი, რომლებიც ფულს საერთაშორისო გამოსვლებით შოულობენ და ყოველი ასეთი მივლინების დროს, ბრიტანელი გადამხდელების ფული იხარჯება.

გამოცემა წერს, რომ თუ გამოკითხვები სწორი აღმოჩნდება, რიში სუნაკი თანამდებობას, სავარაუდოდ, მომავალი წელს არჩევნების შემდეგ დატოვებს. ხოლო ყოფილი პრემიერების საშუალო ასაკია, მაგალითად, ტრასი 47 წლისაა, ჯონსონი და დევიდ კამერონი 60 წლამდე – რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების მომსახურების ღირებულებას არ ამხელს.

როგორც ლონდონის პოლიციის სამეფო გვარდიის ყოფილმა უფროსმა, დეი დევისმა თქვა, იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერმინისტრები თანამდებობებს აღარ იკავებენ, მათი ღონისძიებები და მოგზაურობები კერძო საქმედ იქცევა, მაგრამ მათ მაინც აფინანსებენ გადასახადის გადამხდელები.

მისი თქმით, მათი ღონისძიებების პირადი სტატუსი თითქმის შეუძლებელს ხდის უსაფრთხოების ხარჯების გაკონტროლებას.

დევისი დარწმუნებულია, რომ ყოფილმა პრემიერები, რომლებსაც საზღვარგარეთ ფინანსურად მომგებიანი გამოსვლები აქვთ, „100 პროცენტით უნდა იყვნენ ჩართულნი მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები