“არახამიას არ აქვს სამშობლო, არც უკრაინაა მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი” – ირაკლი კობახიძე

„არახამიას არ აქვს სამშობლო. არც უკრაინა არ არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი. არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ის მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების კარნახით უკრაინის ან საქართველოს მიმართ, ის მოქმედებს სხვა ინტერესების კარნახით, რაზეც მე დეტალებში საუბარი არ მინდა. სამწუხაროდ, ეს კაცი ვერანაირად ვერ იქნება ღირებული იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს.

რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაიბლოკება უკრაინის ხელისუფლების მეშვეობით. ამის იმედი აქვთ. მოისმინეთ გუშინ ჩვენი დეტალური ანგარიში 12 პუნქტთან დაკავშირებით საიდანაც ჩანს, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ. შესაბამისად, საბაბიც კი არ არსებობს იმისათვის, რომ დეკემბერში ჩვენ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, თუ ჩვენი ქმედებები სამართლიანად შეფასდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები