“ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ჩვენ მიერ წარმოდგენილმა ანგარიშმა აჩვენა, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა” – ირაკლი კობახიძე

„გუშინ დეტალურად განიმარტა ის, თუ როგორ შესრულდა თითოეული პუნქტი. დღემდე რისი გაკეთებაც შეეძლო ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა .

„პრაქტიკის გამოსწორებაზე როცაა საუბარი, ეს არის სამომავლო საქმე, ჯერ იღებ კანონს, მერე უნდა მიხედო პრაქტიკას. მაგრამ დავალება დღემდე კანონების მიღება იყო და ჩვენ 100%-ით შევასრულეთ. ეს არის ის დასკვნა, რის გამოტანის საშუალებასაც იძლევა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ანგარიში. თუ ვინმეს დარჩა კითხვა, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში წარვადგინოთ შესაბამისი ანგარიში, მაგრამ გუშინდელი ანგარიში აჩვენებდა იმას, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები