ირაკლი კობახიძე: ჩამოვიდა ტექნიკური ჯგუფი, დოკუმენტებით შეაფასა ყველაფერი და დადგინდა, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება

“ჩამოვიდა ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც დოკუმენტებით შეაფასა ყველაფერი, შეისწავლა ადგილზე არსებული მდგომარეობა და დადგინდა, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ასეთ ვითარებაში საკითხზე სპეკულირება გრძელდება, ეს ანტისახელმწიფოებრივ მიზნებზე მეტყველებს.

„ათეულობით მცდელობა აღიკვეთა ხელისუფლების მიერ, რაც არის ფაქტები. ასეთ დროს, როცა კონკრეტული ძალები აგრძელებენ სპეკულირებას, მათ შორის, რადიკალური ოპოზიცია, ეს მეტყველებს მათ ანტისახელმწიფოებრივ მიზნებზე. რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ რამენაირად დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები