​ირაკლი კობახიძე: თუ გლობალურ ომის პარტიას ექნება სურვილი, რომ კიდევ ერთხელ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამის გაკეთება შეუძლიათ

“თუ გლობალურ ომის პარტიას ექნება სურვილი, რომ კიდევ ერთხელ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამის გაკეთება შეუძლიათ, მათი პოზიცია გადამწყვეტი იქნება”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში უღირს გლობალური ომის პარტიას, რომ კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრან საქართველოს, თუ დაინახავენ, რომ ამით ქვეყანაში სიტუაციას მოარყევენ​.

„უკრაინის ხელისუფლების პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი, გადამწყვეტი იქნება გლობალური ომის პარტიის პოზიცია. თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ კიდევ ერთხელ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამის გაკეთება შეუძლიათ. 27-დან ერთი ქვეყანა შეუძლიათ გასწიონ გვერდით. თუ ისინი დეკემბერში დაინახავენ რომ არ არის სიმყარე, ან ხელისუფლებაში თეორიულად ან საზოგადოებაში, ამ შემთხვევაში გაიზრდება მოტივაცია, რომ არ მოგენიჭოს სტატუსი. მაგრამ, თუ დაინახავენ, რომ შენარჩუნებულია ის მდგომარეობა რაც არის დღეს, ასეთ შემთხვევაში იზრდება შანსი, რომ მოგვანიჭონ სტატუსი. მხოლოდ იმ შემთხვევაში უღირთ სტატუსზე უარი, თუ დაინახავენ, რომ ამით ქვეყანაში სიტუაციას მოარყევენ. ამიტომ, ჩვენ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სიმყარეზე ზრუნვა. ხელისუფლება იქნება დეკემბერში მყარად და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც იდგება იმ პოზიციებზე მყარად, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები