Bloomberg: რუსეთი ომში “ვაგნერის” ჩანაცვლებას ცდილობს

რუსეთი, უკრაინაში “ვაგნერის” მიერ დატოვებული დეფიციტის ასანაზღაურებლად, მეტი “კადიროველის” და პატიმრის გასაგზავნად ემზადება.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ცნობით, უკრაინა ბახმუტთან ახორციელებს შეტევით ოპერაციების და აღნიშნული აიძულებს რუსულ ქვედანაყოფებს გადაჯგუფებას.

აღნიშნულია, რომ რუსეთმა ბახმუტში დიდი რაოდენობით ჯარი მას შემდეგ გადაისროლა, რაც “ვაგნერმა” მაისის ბოლოს გასვლის შესახებ გამოაცხადა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარის დეფიციტი შეიქმნა.

გამოცემა წერს, რომ ევგენი პრიგოჟინის აჯანყებამ რუსულ ძალებს ფრონტზე ყველაზე ძლიერი მებრძოლები წაართვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ განუცხადებია, რამდენმა დაქირავებულმა გააფორმა კონტრაქტი 1-ელ ივლისამდე ჯარში გაწევრებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები