BBC: ბაიდენის ოფიციალურმა პირებმა სოციალური მედიის კომპანიებთან კონტაქტი უნდა შეზღუდონ
აშშ–ს ფედერალურმა მოსამართლემ შეუზღუდა ბაიდენის ადმინისტრაციას კომუნიკაცია სოციალური მედიის კომპანიებთან, რაც მიზნად ისახავს მათი შინაარსის მოდერაციას,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
სამშაბათს 155-გვერდიანი გადაწყვეტილებით, მოსამართლე ტერი დოუტიმ აუკრძალა თეთრისახლის ოფიციალურ პირებს და ზოგიერთსამთავრობო უწყებას კომპანიებთან დაკავშირება„დაცული სიტყვის თავისუფლების შემცველი შინაარსის გამო“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს რესპუბლიკელების გამარჯვებაა, რომლებიც მაღალჩინოსნებს ცენზურაში ადანაშაულებენ.
დემოკრატებმა განაცხადეს, რომ პლატფორმებმა ვერ მოახერხეს დეზინფორმაციის აღმოფხვრა.
საქმე ეხებოდა ერთ–ერთ ყველაზე ყურადსაღებ „პირველი შესწორებას“ და მასთან დაკავშირებულ ბრძოლას აშშ–ს სასამართლოებში, რამაც გამოიწვია დებატები მთავრობის როლთან დაკავშირებით შინაარსის ცვლილებაში, რომელიც ითვლება ცრუ ან საზიანოდ.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ–ს იუსტიციისდეპარტამენტი განიხილავს გადაწყვეტილებას დაგადაწყვეტილებას მიიღებს შემდგომ ნაბიჯებზე.
„ჩვენს თანმიმდევრულ შეხედულებად რჩება ის, რომსოციალური მედიის პლატფორმებს აკისრიათკრიტიკული პასუხისმგებლობა იმისგათვალისწინებაზე, თუ რა გავლენას ახდენს მათიპლატფორმები ამერიკელ ხალხზე“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ასევე აღნიშნეს, რომ პლატფორმებმა “დამოუკიდებელი არჩევანი უნდა გააკეთონ მათმიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით“.
გადაწყვეტილება მიღებულია მას შემდეგ, რაცმისურისა და ლუიზიანას რესპუბლიკელი გენერალური პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ აშშ–ს ოფიციალური პირები ახდენდნენ ზეწოლას სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა მოეხდინათ რეაგირება Covid-19 პოლიტიკასა და საარჩევნო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოსტებზე.
მოსამართლე დოუტიმ, რომელიც იყო აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დანიშნული, აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა „წარმოადგინესარსებითი მტკიცებულებები თავიანთი სარჩელის/მოთხოვნების დასადასტურებლად“.
„ამ დრომდე მოპოვებული მტკიცებულებები ასახავსთითქმის დისტოპიურ სცენარს”, – თქვა მისტერდოუტიმ თავის გადაწყვეტილებაში.
მან დაამატა: ”კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, იმპერიოდში, რომელიც, ალბათ, ყველაზე კარგადხასიათდება გავრცელებული ეჭვითა დაგაურკვევლობით, შეერთებული შტატებისმთავრობამ, როგორც ჩანს, იკისრა ორველისეული“სიმართლის სამინისტროს” მსგავსი როლი.
გადაწყვეტილებამ შეზღუდა სამთავრობო უწყებების კომუნიკაციები, მათ შორის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის და FBI–ს.
მან ასევე შეზღუდა აშშ–ს ოფიციალური პირები, მათშორის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი ალეხანდრო მაიორკასი და ჯენ ისტერლი, რომელიც ხელმძღვანელობს კიბერ უსაფრთხოებისდა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს.
თუმცა, გადაწყვეტილება გამონაკლისს ქმნიდა კომპანიებთან დაკავშირებაზე, ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიმინალური აქტივობის რისკების შესახებ გაფრთხილების შემთხვევაში.
მოსამართლემ ასევე მოიხსენია რამდენიმე ელექტრონული ფოსტის მიმოწერა თეთრი სახლის აღმასრულებლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის.
ეს მოიცავდა 2021 წლის აპრილის წერილს რობფლაჰერტის მიერ, რომელიც ადრე იყო თეთრისახლის ციფრული სტრატეგიის დირექტორი, ტექნოლოგიური გიგანტის Google-ისთანამშრომლებისთვის.
მიმოწერაში ფლაჰერტიმ თქვა, რომ Google-ის ვიდეოგაზიარების პლატფორმა YouTube ხელს უწყობს ადამიანებს ვაქცინაციასთან დაკავშრებით იყოყმანონ.
”ეს არის შეშფოთება, რომელიც გაზიარებული იყო WH-ის უმაღლეს (და ვგულისხმობ უმაღლეს) დონეებზე”, – დაწერა მან.
Google-მა დაუყოვნებლივ არ უპასუხა BBC-ის მოთხოვნას კომენტარისთვის.
სოციალური მედიის პლატფორმა Twitter, რომელიცეკუთვნის მულტიმილიარდერ ელონ მასკს, პირდაპირარ უპასუხა კომენტარის მოთხოვნაზე.
იმავდროულად, Facebook-ისა და Instagram-ისმფლობელმა მეტამ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.