„ერთადერთი დარჩენია, რომ თავისი განცხადებებით და სტატუსებით შემოიტანოს დისკომფორტი“ – გიორგი ჩაკვეტაძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებას და მის პოლიტიკურ გეგმებს გამოეხმაურა.

„იმ დეზინფორმაციული, მილიონიანი კამპანიის შემდეგ, რომელიც ჩაატარეს, ერთადერთი დარჩენია, რომ თავისი განცხადებებით და სტატუსებით ცოტა დისკომფორტი შემოიტანოს მთელ ამ პროცესში და როგორი ფორმებითაც ჩამოვიდა თვითმმართველობის არჩევნებამდე ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში, ზუსტად ამ გზის გაგრძელებაა ეს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ყოფილი პრეზიდენტისგან, ეს არის მიუღებელი და ეს არის საბოტაჟი საქართველოს ევროპული გზის“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები