გია ვოლსკი: დარწმუნებული ვარ, სამართლიანობის რაღაც დოზა არსებობს, რომელმაც უნდა იმუშაოს და საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი

დარწმუნებული ვარ, სამართლიანობის რაღაც დოზა არსებობს, რომელმაც უნდა იმუშაოს და საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს არანაირი ლობი და არ აქვს არანაირი მძლავრი რესურსი იმისთვის, რომ ვიღაცას ხელი დაუქნიოს და უთხრას – ჩვენი ადგილი აქ არის.

„თუ დააკვირდებით, შარლ მიშელის განცხადებამ გარკვეული მოლოდინები გააჩინა, სადაც თქვა, რომ გვესმის, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება იმ ინტერესების გათვალისწინებით უნდა, რასაც ჰქვია ეკონომიკური განვითარება და ევროპული სისტემების შექმნა, რაც პოზიტიურიაო. ეს არის ჩვენი ინტერესი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, სამართლიანობის რაღაც დოზა არსებობს, რომელმაც უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები