ზელენსკი: რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებელი ნივთიერების მსგავსი ობიექტები განათავსეს

რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე სადგურის სახურავზე ასაფეთქებელი ნივთიერების მსგავსი ობიექტები განათავსეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ხედავს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია.

„ახლა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ჩვენი დაზვერვიდან, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე სადგურის სახურავზე ასაფეთქებელი ნივთიერების მსგავსი ობიექტები განათავსეს. შესაძლოა სადგურზე თავდასხმის იმიტირების მიზნით.

ალბათ, მათ სხვა სცენარი აქვთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია და სხვა არავინ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები