ხარკოვის ოლქში სარაკეტო იერიშის შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვია

რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ პერვომაისკიზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვია.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სარაკეტო დარტყმამ, რომელიც ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:35 საათზე მოხდა, რვა მრავალსართულიანი შენობა და რვა ავტომობილი დააზიანა.

გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის განცხადებით, სარაკეტო იერიში ქალაქის ცენტრზე „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემიდან განხორციელდა. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები