მაკრონი არ გამორიცხავს, რომ საფრანგეთის მთავრობამ კრიზისის შემთხვევაში სოციალური ქსელები გათიშოს
თუ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდება, საფრანგეთის ხელისუფლებას შეუძლია სოციალური ქსელები გათიშოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
ტელეკომპანია BFMTV-ის ცნობით, როგორც მაკრონმა საფრანგეთის ქალაქების მერებთან შეხვედრისას აღნიშნა, ამ საკითხზე დისკუსია „ნაჩქარევად“ არ უნდა ჩატარდეს.
„ჩვენ უნდა დავფიქრდეთ სოციალური მედიისა და მოქმედი აკრძალვების საკითხზე. და თუ სიტუაცია გაუარესდება, ჩვენ ალბათ, უნდა შევძლოთ მათი დარეგულირება და გათიშვა“, – განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ნანტერში სამართალდამცველის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. დაკავებულია 3 500-მდე ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დარბეულია მაღაზიები.