სალომე სამადაშვილი: გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება – ბრიყვია

ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უკრაინის პრეზიდენტის მოსაზრებაზე იქნება დამოკიდებული.

„ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით. ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლიტიკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო – ზოგს მაინც ეიმედება სტატუსის მიღება.

გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება – ბრიყვია.

და თუ ბრიყვი არ ხარ, ეს გესმის და მაინც აგინებ იმ კაცს, მაშინ რატომ გწყინს „რუსულ ოცნებას“ რომ გეძახიან?“, – წერს სამადაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები