იუსტიციის მინისტრი: მოვუწოდებთ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს მათ მიერ რეკომენდებული საკვები:

„მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც არ ემორჩილება სრულად მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ – ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ეუბნებიან ექიმები“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრი დასძენს, რომ სააკაშვილის მიერ წარმოებული ხანგრძლივი თვითდაზიანების კამპანია მიზნად ისახავდა მისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისაგან გათავისუფლებას, თუმცა, მან შედეგი ვერ გამოიღო.

„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას, თუმცა, საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა“, – აღნიშნავს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები