რატი ბრეგაძე: იმ ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, სურთ მსჯავრდებული სააკაშვილის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა

იუსტიციის მინისტრი იმ ცილისმწამებლურ კამპანიას ეხმიანება, რომელიც მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონოდ გათავისუფლების მიზნით მიმდინარეობს:

„კრახით დასრულებული მილიონდოლარიანი ცილისმწამებლური კამპანიის, ქართული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის მორიგი წარუმატებელი მცდელობის შემდგომ საქართველოსთვის ზიანის მიყენებაზე ორიენტირებულმა რადიკალებმა განაახლეს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები. ამჟამინდელი ტყუილზე დაფუძნებული მავნებლური კამპანიის მიზანია მსჯავრდებულის თავისუფლების უკანონოდ მოპოვება, მათ შორის, სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყნისათვის დამაზიანებელი ამგვარი კამპანიის წარმოებით გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურთ აჟიოტაჟის შექმნა და წარსულში გადაბარგების გადავადება:

„იმ ძალის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობენ და სიმართლისთვის თვალის გასწორების შიშით პრემიერის მოხსენებისას დარბაზიდან გარბიან, რითაც, პირველ რიგში, სწორედ საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ შურაცხყოფას, და, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, და რითაც სახელმწიფოს მიმართ აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას, არის ის, რომ საგაზაფხულო სესიის დახურვისას საქართველოს ჰიმნის დროსაც არ ასრულებენ საკუთარი მოვალეობას… სწორედ ამ „პოლიტიკოსებს“ სურთ მსჯავრდებულის გარშემო აჟიოტაჟის შექმნა და მის ხარჯზე პოლიტიკურ წარსულში გადაბარგების, თუნდაც, ძალიან მცირე ხნით გადავადება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები